Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 23 რუსი მილიარდერი შედის. მათგან 22-ის ქონება გასულ 24 საათში ასობით და ათობით მილიონით შემცირდა.
სიის მიხედვით, ყველაზე დიდ ქონებას რუსებიდან ვლადიმირ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, ლეონიდ მიხელსონი, ვლადიმირ ლისინი, ვაგიტ ალეკპეროვი ფლობენ.
Bloomberg-ის მილიარდერების სიის მიხედვით, მე-3 ყველაზე მდიდარი რუსი ლეონიდ მიხელსონია. ის $28.5 მილიარდს ფლობს. მისი ქონება ერთ დღეში $766 მილიონით შემცირდა. Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთში ბუნებრივი გაზის უმსხვილესი არასახელმწიფო პროვაიდერია. მილიარდერი კომპანიის დაახლოებით მეოთხედს, ასევე, ნავთობქიმიური კომპანია Sibur-ის 30,6%-იან წილს ფლობს.
$232 მილიონით შემცირდა ვლადიმირ ლისინის ქონება. ის ამჟამად $27.8 მილიარდით 55-ე ადგილს იკავებს.
ლისინი არის რუსეთის უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Novolipetsk Steel-ის თავმჯდომარე. ის ასევე ფლობს სარკინიგზო ტვირთების ოპერატორს Freight One-ს, პორტის ობიექტების ოპერატორს UCL Port-ს და გადამზიდავ კომპანია VBTH-ს.
Lukoil-ის თავმჯდომარე და მოსკოვის „სპარტაკის“ საფეხბურთო გუნდის თანამფლობელი ვაგიტ ალეკპეროვის ქონება ერთ დღეში $913 მილიონით შემცირდა და ამჟამად $21.4 მილიარდს შეადგენს.
22 თებერვალს რუსული რუბლი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.
businessformula.ge
კომენტარები