მსოფლიოკულტურა

ემიგრანტების FB-რეაქცია სვანური ცეკვის სკანდალურ ვიდეოზე, სადაც სოლოს ვარდისფერკაბიანი კაცი ასრულებს

სოციალური ქსელის მომხმარებელმა Ramin Abesadze-მ გაავრცელა ნიდერლანდული ეთნოგრაფიული საცეკვაო ჯგუფის მიერ შესრულებული სვანური ცეკვის სკანდალური ვიდეო, სადაც ვარდისფერკაბიანი კაცი სოლოს ასრულებს. 

ფოლკლორის ცენტრი  წერს: „სამწუხაროდ, ბოლო დროს გახშირდა ქართული ცეკვის მიმართ უდიერი დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მსგავს ფაქტებს, უხეშ ჩარევებს და პლაგიატს ადგილი აქვს საზღვარგარეთ მოღვაწე ქორეოგრაფებისგან“.

ვიდეოს, რომელიც 18 თებერვალს დაიდო, ორ დღეში 28 ათასზე მეტი ნახვა და 600-მდე კომენტარი აქვს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქართველ ემიგრანტებს ეკუთვნით. ჩვენ რამდენიმე შევარჩიეთ, რომლებიც საერთო განწყობას გამოხატავს. ბუნებრივია, უცენზურო, ჰომოფობიური და ძალადობრივი პოსტები ჩვენს დაიჯესტში არ მოხვდა.

Dalia Dako ეს რა იყო დაგვცინიან???🙈

Sunshine IuLia – ეს ნამდვილად შეურაცხყოფაა!!! უნდა დააისაჯონ რომ… პატივისცემა იყოს ევროპაში ქართველების!

Badri Kldiashvili –  საიდან მოიტანეთ რომ ჩვენი ტრადიციების და კულტურის დაცინვაა … დაიკიდეთ რა, ხალხო ეგ მაგათი არასწორი საქციელის დამადასტურებელია, მაგათი უვიცი და დაბალი დონის დამადასტურებელია 😁 ცოტა უზდელურადაც შემეძლო თავი შევიკავე. ნუ ღელავთ, ნუ ნერვიულობთ ამ უცხოპლანეტელ არაადამიანების ქმედებებზე

მარინე ქაშიბაძე – ბევრი ევროპაში წასული ქართველისგან მომისმენია თავად ქართველობას როგორ ლანძღავენ და ვითომ  როგორ „ევროპელობენ“ და რა გასაკვირია სხვა რომ დაგცინის. თავად ქართველების ბრალია.კიდევ ბევრსაც დაგვცინებენ. სანამ ქართველს ეზიზღება ქართველობა და სხვისი სულით მონობა ურჩევნია, ამაზე უარესს ელოდეთ კიდევ.
ტატო ნაჭყებია – ესენი უნდა აცეკვო სვანეთში ასე და ნახავენ მერე რაც მოუვათ… (დანარჩენი უცენზუროა)

Sofia Gorgidze – ვაიი თუ სადმე სვანი გადაგაწყდა, შემცოდებიხარ. ამის უფლება ვინ მისცა, ის არის პასუხ მოსათხოვი.

Lali Dolidze – კულტურის სამინისტრომ უნდა მოთხოვოს პასუხი, უნდა ვუჩივლოთ. ნონა გაფრინდაშვილსაც უპირებდნენ მოტეხვას, მაგრამ ვნახოთ🤔

Maka Bochoradze – ჩამოათრიოს ვინმემ იქნებ ეგ წითელი პეპელა და დაამტვრიოს ფრთები 😡😡

Nino Svanishvili – „მშვენიერია“  შემთხვევით არაფერი ხდება… დაანახეს იქ მყოფთ, რა არის კაცობის სახე და რა არის არაკაცობის სახე. თვალსაჩინო მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს „კაცი“ კაცებს შორის😥

თალიკო კვინცხაძე – გასაუქმებელია ანსამბლი…

Akobidze Manana – ქართველები არ არიანო, ნიდერლანდები არიან.

Marina Marina – უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო. საქართველოს პატრონი არ ყავს და ვისაც რა და როგორ უნდა ისე აკეთებს. ერთია მხოლოდ, უფლისგან მოეთხოვებათ ადრე თუ გვიან.

ნათია ჩოლოგაური – აუცილებლად უნდა შევიდეს სარჩელი. ეს რა უმსგავსობაა, რა უფლებით, საქართველოს ყველანაირად როგორ ებრძვიან

Lela Gvelukashvili – მუმლი მუხასაო, ისეა ამათი საქმე

Fridoni Buadze – ქართული, ყველაფერი თუ დავკარგეთ, ოკუპაცია სხვა რაღაა. ტერიტორიას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს.

ლია გეგეშიძე –  მჯერა, კულტურის სამინისტრო თავის სიტყვას იტყვის…

Marine Shiukashvili – საცოდავები….. ესენი ჩვენს კულტურას და ტრადიციებს ვერაფერს დააკლებენ….თავში ქვა ურტყიათ…

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მი­იჩ­ნევს, რომ 18 თებერვალს სოციალური ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სვანური ცეკვა „აბსოლუტურად მიუღებელი ფორმითაა ხელყოფილი“.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას. ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია.

განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ „სახელმწიფოს ძალისხმევით“ მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია: ფერხული, ხორუმი, ცეკვა ქართული და აჭარული. ასევე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული ქალაქურ „მრავალჟამიერს“ და ქართულ გალობას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close