პოლიტიკასაზოგადოება

კანადის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ვიდეო)

კანადის დედაქალაქ ოტავაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კანადის დედაქალაქის მერის, ჯიმ ვოტსონის განცხადებით, პოლიცია ქალაქში ვითარებას ვეღარ აკონტროლებს და ეს არის ყველაზე სერიოზული საგანგებო ვითარება, რომელიც ქალაქში დღემდე შექმნილა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კანადის პოლიციას დაეხმარება მიიღოს აღჭურვილობა და დახმარება უფრო სწრაფად.

კანადელმა სამართალდამცველებმა შვიდი ადამიანი დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება 60 სისხლის სამართლის საქმეზე, ძირითადად, ბოროტმოქმედების, ქურდობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ქონების დაზიანების მუხლებით.

კანადის დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქციები სატვირთო ავტომობილების მძღოლების ორგანიზებით 29 იანვრიდან დაიწყო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close