fbpx
პოლიტიკა

„უკრაინაში ყველა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებს, თუ რა ხდება აქ?!“ – ევროპარლამენტარის პასუხი უკრაინის რადას ფრაქციის ქართველი თავმჯდომარის განცხადებაზე

უკრაინის რადაში გამოსვლისას მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ აღნიშნა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით თავიანთი განცხადებებით პანიკას თესავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„არ ვიცი რეალური მიზეზები, რატომ აკეთებს ამას აშშ, მაგრამ ეს უკრაინის ეკონომიკის სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით. ბატონი დიმიტრი კულება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, მუდმივად აყენებს ამ საკითხს, რადგან ეს არ არის მეგობრული საქციელი“, – განაცხადა არახამიამ.

ამ განცხადების საპასუხოდ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე დაწერა: „უკრაინაში ყველა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებს, თუ რა ხდება აქ?“

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close