fbpx
საზოგადოებასაქართველო

ტრაგედია თბილისში – დედ-მამა და 3 ბავშვი მხუთავი გაზით მოწამვლის გამო დაიღუპნენ

გლდანში, ერთ-ერთ ბინაში სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი მხუთავი გაზით მოწამვლისგან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ბინას ქირაობდა. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ბინაში შესვლისას მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

„მოხდა უბედური შემთხვევა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.

დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპნენ დედ-მამა და მათი სამი შვილი – 4, 5 და 14 წლისები. ზოგიერთი ცნობით, ისინი გარდაცვალებიდან მე-3 დღეს აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ოჯახის ნათესავი მათ 2 დღის განმავლობაში ვერ დაუკავშირდა.

შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close