როგორ გახდა მაღაზიის კონსულტანტი მილიარდერი რონალდუს ცოლი – მათი სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს
კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესის სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს.
საზოგადოებას ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს არა მხოლოდ სპორტული მიღწევები, არამედ მისი პირადი ცხოვრებაც აინტერესებს. რონალდუს მსგავსად მისი მეგობარი ქალი ჯორჯინა როდრიგესი სოციალურ ქსელში პოპულარულია და მილიონობით გამომწერი ჰყავს. სტატიას The Sun-ი აქვეყნებს.
ჯორჯინას შესახებ „ნეტფლიქსმა“ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო სახელად – „მე ჯორჯინა ვარ“. ფილმში ვარსკვლავური წყვილის ცხოვრების უცნობი მხარეა აღწერილი. პრემიერა ჯორჯინას დაბადების დღეზე შედგა. ჯორჯინა როდრიგესი ფუფუნებაში არ გაზრდილა, ის „გუჩის“ მაღაზიაში კუნსულტანტად მუშაობდა და სწორედ აქ გაიცნო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
„სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, სახლში კი „ბუგატით“ ვბრუნდებოდი“, – იხსენებს ჯორჯინა. რონალდუსა და ჯორჯინას ერთი საერთო შვილი, 4 წლის გოგონა ჰყავთ და ტყუპის მოლოდინში არიან. მათ ჰყავთ კიდევ სამი შვილი, რომლებიც სუროგაციის გზით გაჩნდნენ.
„როცა კრიშტიანუს სახლში პირველად შემოვედი, რამდენჯერაც სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდოდი, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობდი. დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდებოდა, რომ სასტუმრო ოთახამდე მიმეღწია. ბავშვობიდან პატარა სახლებში ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული“, – ამბობს ესპანელი ქალი და დასძენს, რომ ნახევარი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კრიშტიანუს მდიდრულ სახლს შესჩვეოდა.
ჯორჯინა სატელევიზიო შოუში ყველაზე დიდი ინტერესით და სიხარულით დიზაინერების ტანსაცმელს, ჩანთებსა და ფეხსაცმელებს განიხილავს. „თავს ძალიან იღბლიან ქალად ვთვლი, რადგან ვიცი, როგორია არაფერი გაგაჩნდეს და ისიც ვიცი, როგორია, როცა ყველაფერი გაქვს. თავდაპირველად ძვირადღირებულ ტანისამოსს ვყიდდი, ახლა კი თავად მაცვია ისინი წითელ ხალიჩაზე“, – ამბობს რონალდუს საყვარელი ქალი
ჯორჯინა შვილებისთვის ძიძის დაქირავებაზე არც კი ფიქრობს და მადლიერია, რომ საშუალება აქვს სახლიდან იმუშაოს და ბავშვების აღზრდაში თავად იკისროს მთავარი როლი.
sputnik-georgia.com
კომენტარები