newsსაქართველო
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერულ აცრას გაიკეთებენ, 100 ლარს მიიღებენ
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერულ აცრას გაიკეთებენ, 100 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრების წახალისების 200-ლარიანი პროგრამა კიდევ ერთი თვით გაგრძელდება.
„გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც შეეხებათ წახალისების პროგრამა, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღიბრაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.
კომენტარები