დიდთოვლობა საქართველოში – ავარიები ავტობანზე და შტორმის გამო მანევრირების უნარდაკარგული გემი ბათუმში (ვიდეო)
დიდთოვლობამ საქართველოში პრობლემები შექმნა. ინტენსიურად თოვს ცენტრალურ ავტობანზეც.
გორთან ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია.
ამ ავარიის გარდა მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან იგოეთთან გადავარდა, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზე მოხდა.
საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევს 6 ბალს, ქარის სიჩქარე – 12-18 მ/წ-ს) გამო ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში რუსული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა მანევრირების უნარი დაკარგა და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. გემმა შეძლო საკუთარი ძალებით ნაპირისკენ სვლის შეჩერება, ჩაშვებული აქვს ორივე ღუზა და ამ ეტაპზე პოზიციას არ იცვლის.
ტალღის სიმაღლისა და გემის მიმდებარედ არასაკმარისი სიღრმეების გამო ბათუმის პორტის ბუქსირები გემის დასახმარებლად ვერ გადიან.
კომენტარები