მსოფლიოსაზოგადოება

კაცმა დნმ ტესტი ჩაიტარა და აღმოაჩინა, რომ 20-მდე ნახევარდა და ნახევარძმა ჰყავს

აშშ-ში, ნებრასკას შტატში მცხოვრებმა კაცმა დნმ-ის ტესტი ჩაიტარა, შედეგი კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. როგორც სპეციალურ ბაზაში შეყვანილი მონაცემებით დადგინდა, მრავალ შტატში მისი გენეტიკის არაერთი ადამიანი ცხოვრობს. უფრო ზუსტად კი, კაცს 18 ნახევარდა და ნახევარძმა ჰყავს.

როგორც ირკვევა, კაცის ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ იცნობს, სპერმის დონორი იყო. შედეგად, მისი ბიოლოგიური მასალა აშშ-ის მასშტაბით მრავალი ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის გამოიყენეს.

კაცმა ნახევარდები და ნახევარძმები სოციალურ ქსელებში მოძებნა და მალევე მიიღო პასუხები ნებრასკიდანტეხასიდან, ჩრდილოეთ კაროლინიდანმერილენდიდან და ჩრდილოეთ დაკოტიდან. ისინი შეკრებასა და ერთმანეთის გაცნობას აპირებენ.

როგორც კაცი ამბობს, ბიოლოგიურ მამასთან დაკავშირებას არ ცდილობს, თუმცა სოცქსელში მისი ფოტოები ნახა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close