მსოფლიოპოლიტიკა

ვინ არის ყაზახეთში მოკლული 22 წლის ქართველი?

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ძალადობრივ საპროტესტო აქციებს 22 წლის ქართველი ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. ლევანი ისრაელის მოქალაქე იყო.

გარდაცვლილი ახალგაზრდა რამდენიმე წელია ყაზახეთში ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Times of Israel“-ი ავრცელებს.

გარდაცვლილის მშობლები ამჟამად ყაზახეთში იმყოფებიან. მათი თქმით, ახალგაზრდა კაცი საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდა, ის პარასკევს მანქანით მიდიოდა სამსახურში და ამ დროს ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ლევანი საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილი ახალგაზრდის ისრაელში გადასვენებაზე მუშაობს.

საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე ალმათიში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული. 7 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სამხედროებს გაფრთხილების გარეშე შეეუძლიათ ცეცხლი გაუხსნან „ტერორისტებს“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close