fbpx
კულტურასაქართველო

გრანდიოზული მეჯლისი ზუგდიდში – დადიანების სასახლში ტრადიცია აღდგა (ვიდეო)

საუკუნოვანი პაუზის შემდეგ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის ტერიტორიაზე ევროპული მეჯლისის ტრადიცია აღდგა.

ცნობილია, რომ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და მისი მემკვიდრეების ინიციატივით, ევროპის დიდი სასახლეების მსგავსად, ზუგდიდშიც მთავრისეულ რეზიდენციაში ტრადიციული საშობაო მეჯლისი ტარდებოდა. ეს მოვლენა იმდროინდელი საქართველოს ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. დღესასწაულზე დედოფლისა და მისი შვილების თანხლებით მოსახლეობა ბენგალური ცეცხლისა და ფეიერვერკების შოუსაც ესწრებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ტრადიცია მოიშალა.

როგორც დედოფლისეულ, ისე ნიკოსეულ სასახლის წინ მდებარე პარკსა და დარბაზებში გამართულ გრანდიოზულ მეჯლისში მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

 

მეჯლისი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შობის ღამეს გავიდა.

საახალწლო განათება და დეკორაციები სასახლეში და მის ტერიტორიაზე საახალწლო ზეიმის დასრულებამდე დარჩება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close