ისტორიამსოფლიოპოლიტიკა

გორბაჩოვმა განმარტა, როგორ შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნება

30 წლის წინათ, 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობა შეწყვიტა

საბჭოთა კავშირის შენარჩუნება შესაძლებელი იყო სუვერენული სახელმწიფოების კონფედერაციული კავშირის შექმნით – განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში 25 დეკემბერს სსრ კავშირის პირველმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა, რომელსაც ზუსტად 30 წლის წინ შეუწყდა სსრ კავშირის პრეზიდენტის უფლებამოსილებები. 

„1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგაც კი, როდესაც რესპუბლიკებმა თავიანთი დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადეს, ხოლო სსრ კავშირის პრეზიდენტის პოზიციები სერიოზულად შესუსტდა, მიმაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება შეიძლებოდა და შევთავაზე შევთანხმებულიყავით სუვერენული სახელმწიფოების კავშირზე“, – განაცხადა გორბაჩოვმა.

მისივე თქმით, სსრ კავშირის ხელისუფლება გვიან მიხვდა განახლების აუცილებლობას.

გორბაჩოვის წარმოდგენით, სუვერენული სახელმწიფოების კავშირი გახდებოდა კონფედერაციული სახელმწიფო რესპუბლიკების ფართო უფლებამოსილებებით. „კერძოდ, ისინი გახდებოდნენ გაეროს წევრები, კავშირი კი შეინარჩუნებდა ადგილს უშიშროების საბჭოში. შენარჩუნდებოდა ერთიანობა შეიარაღებული ძალების და ბირთვული იარაღის კონტროლის მხრივ“, – განაცხადა გორბაჩოვმა. მისივე  სიტყვებით, სსრ კავშირის ხელმძღვანელობამ თავიდან „სათანადოდ ვერ შეაფასა საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემების სიღრმე და მასშტაბი“ და გვიან მიხვდა, რომ სახელმწიფოს „განახლება სჭირდება“.

30 წლის წინათ, 1991 წლის 25 დეკემბერს მიხეილ გორბაჩოვმა დათმო სსრ კავშირის პრეზიდენტის უფლებამოსილებები და საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობა შეწყვიტა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close