fbpx
მსოფლიოnews

საფრანგეთის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო

ვულკანი პიტონ დე ლა ფურნეზი (Le piton de la Fournaise) ფრანგულ კუნძულ რეუნიონზე ისევ გააქტიურდა. პირველი ნიშნები, რომ ვულკანი იღვიძებდა, სამშაბათიდან ოთხშაბათ (22 დეკემბერი) ღამეს გამოჩნდა, ამოფრქვევა კი დილის 4-ის ნახევარზე დაიწყო (ადგილობრივი დროით; პარიზის დროით –  ღამის პირველის ნახევარზე). ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ვულკანის ამოფრქვევა სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

პიტონ დე ლა ფურნეზი საფრანგეთის კუნძულ რეუნიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2632 მეტრია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად მიიჩნევა – ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 20-ჯერ ამოიფრქვა, წელს კი უკვე მეორედ გააქტიურდა; პირველად აპრილში დაიწყო ამოფრქვევა, რომელიც 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close