მოგზაურობამსოფლიო

საფრანგეთში ბრიტანელების შესვლა მკვეთრად შეიზღუდა – რა ხდება?

საფრანგეთმა ბრიტანელი ვიზიტორებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ქვეყანაში ჩასვლა ნებადართული იქნება ბრიტანეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავიანთი ვიზიტის გადაუდებელ საჭიროებას დაასაბუთებენ და კორონავირუსის ტესტის ნეგატიურ პასუხს წარადგენენ. ტესტის ნეგატიური პასუხი მოეთხოვება ყველას – როგორც ვაქცინირებულ, ისე აუცრელ მგზავრებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საფრანგეთში შესვლაზე შეზღუდვა არ ეხებათ სატვირთოს მძღოლებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა და ვაჭრობა სერიოზულად შეფერხდებოდა

პარიზის გადაწყვეტილება მოჰყვა ბრიტანეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავებას კორონავირუსის ახალი ვარიანტის – „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების გამო, რის შედეგადაც ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 24 საათში (16 დეკემბრის მონაცემებით) კორონავირუსის 88 376 ახალი შემთხვევა გამოვლონდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ერთ დღეში აღრიცხული კოვიდშემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „ომიკრონი“ ელვის სისწრაფით ვრცელდება, ამ ვარიანტით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 2-3 საათში ორმაგდება, ის სწრაფად იკავებს „წამყვან“ პოზიციას და, როგორც ჩანს, მალე გამოდევნის „დელტას“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close