fbpx
ქართველები უცხოეთშისაზოგადოება

„ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა! დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში“ – ქართველი ექიმი პარიზიდან

საფრანგეთში, პარიზში მომუშავე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში მძიმე კლინიკური შემთხვევის შესახებ წერს, როდესაც ყალბი კოვიდპასპორტის გამოყენების და ექიმების მოტყუების გამო კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

საქმე ისაა, რომ შუახნის ქალმა, რომელიც კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მივიდა, დამალა, რომ ვაქცინირებული არ იყო და ყალბი კოვიდპასპორტი ჰქონდა, შესაბამისად, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ვერ გადაუსხეს და ქალი დაიღუპა.

„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში პროგრესის ეპოქაში. პარასკევს რაიმონ პუანკარეს საავადმყოფოში კოვიდით დაიღუპა 50-ოდე წლის ქალი, რომელსაც არ აწუხებდა ქრონიკული პათოლოგია და „აპრიორი“ სრულად ვაქცინირებული იყო.

რეანიმაცია საგონებელში ჩავარდა და სიკვდილის მიზეზის ძებნა დაიწყო. ანტისხეულები საერთოდ არ აღმოაჩნდა და ფაქტის წინაშე როცა დააყენეს ქმარი, აღიარა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი ყალბი იყო და ცოლმა აუკრძალა ამის გამხელა იურიდიული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

ქალმა საკუთარ სიკვდილში 200€ გადაიხადა. დამძიმებისას მაინც რომ გაემხილა სიმართლე, მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს გადაუსხამდნენ და გადარჩებოდა.

სრულად ვაქცინირებულ ქმარს კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან აუცრელობის გამო, კინაღამ გაყრამდე მივედითო. არაბი ქალი არ იცრებოდა, ვაქცინა ღორისგან ყოფილა დამზადებული, წავიკითხეო. სამსახურში ტესტით დადიოდა, ვიღაც ჩლუნგ მავნეს „შეეცოდა“ და დააკავშირა თაღლითთან, რომელმაც ყალბი სერტიფიკატი გადასცა. დღეს ეს ქმარი თავს იკლავს, ექიმებს რომ დაუმალა სიმართლე, მე დავღუპეო, გაიძახის და იმ თაღლითს უჩივის ყალბი სერტიფიკატისთვის.

განვითარებულ მედიცინას და მეცნიერებას არ ენდობიან, მავნე იდიოტების გავლენის ქვეშ საკუთარი სურვილით ირჩევენ სიკვდილს“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close