„კინოსავით ისტორიაა…“ – როგორ გაიცნო ქართველმა „ირინა შეიკმა“ მილიარდერი ქმარი?
ცოტა ხნის წინ მოდელმა მირანდა შელიამ, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს, „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, როგორ გაიცნო მოდელმა საყვარელი ადამიანი. „კინოსავით ისტორიაა. როგორღაც მოგითხრობთ ამას პოსტში“, – ასე უპასუხა მირანდამ მას.
მირანდა შელიამ სექტემბერში 30 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე მირანდას მილიარდერმა ქმარმა რამდენიმე სიმღერაც კი შეასრულა. დაბადების დღის ამსახველი ვიდეოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მომღერალმა ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა, რომელიც მოდელის საუკეთესო მეგობარია.
View this post on Instagram
მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ, მაისში გათხოვდა. რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის – მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი მილიარდერის, იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილის, გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.
View this post on Instagram
გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.
ფოტომოდელი მირანდა შელია როსტოვში (Pостов-на-Dону) დაიბადა, თუმცა წლებია მოსკოვში ცხოვრობს. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს. 30 წლის მოდელი ძალიან პოპულარულია Instagram-ზე, სადაც მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.
View this post on Instagram
კომენტარები