ეკონომიკაnews

ჩინეთიდან საქართველოში პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა

განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან საქართველოში პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გამოემგზავრა. სატვირთო მატარებელი 10-12 დღეში ჩავა საბოლოო დანიშნულების პუნქტში – თბილისში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც.

საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამომგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ და დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა.

ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას.

თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა აღნიშნა, საქართველოს მზარდი როლი სარტყლისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close