მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერისთვის მეუღლის ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ფრანსუა ფიიონისთვის მეუღლის ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ყოფილი პრემიერისთვის თავისუფლების აღკვეთის 4 წლის პირობითად ჩათვლას ითხოვს. გარდა ამისა, პროკურატურა ითხოვს, რომ ფრანსუა ფიიონმა ჯარიმის სახით 375 000 ევრო გადაიხადოს და 10 წლით არჩევითი თანამდებობების დაკავება აეკრძალოს.

რაც შეეხება მის მეუღლეს, პენელოპა ფიიონს, პროკურატურა მისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთასა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდას ითხოვს.

2017 წლის 14 მარტს საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, რაც მისი მეუღლისა და შვილების ფიქტიურ დასაქმებასთან იყო დაკავშირებული.

ფრანსუა ფიონის დეპუტატობისას მისი მეუღლე, პენელოპა ფიიონი მის თანაშემწედ მუშაობისას თვეში 3 677 ევროს იღებდა. გამოძიების ინფორმაციით, ეს ფიქტიური სამუშაო იყო და პენელოპა ფიიონმა ნახევარი მილიონი ევრო არაფრის კეთებისთვის მიიღო.

15 ნოემბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფიქტიური დასაქმების საქმეზე ფრანსუა ფიიონისა და მისი მეუღლის სარჩელის განხილვა დაიწყო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close