ეკონომიკამოგზაურობა

„ვიზეარმა“ ქუთაისიდან ევროპის სამ ქალაქში პირდაპირი ფრენა განაახლა

დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა განაახლა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული პირდაპირი ავიარეისები ქუთაისიდან ვენის, ბერლინისა და ბარსელონის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2 ნოემბრიდან განახლებული ვენის და ბერლინის პირველი რეისებით მთლიანობაში 600-მა ადამიანმა ისარგებლა. ფრენა მარშრუტით – ქუთაისი-ვენა-ქუთაისი კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით – კვირაში ერთხელ.

აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში გამგზავრება, მათ შორის, ტურისტული მიზნით შეუძლიათ როგორც ამერიკული და ევროპული, ისე ჩინური ვაქცინებით აცრის შემთხვევაში. ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა საზღვარზე აუცილებელია ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის, ან ბოლო 48 საათში გაკეთებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა

გერმანიაში შესვლა კი შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი. გერმანიაში დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, AstraZeneca, Moderna, J&J. ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

Wizz Air-მა 31 ოქტომბრიდან განაახლა ქუთაისი-ბარესლონის ავიარეისიც, რომელიც კვირაში ერთხელ (კვირა დღეს) სრულდება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება შეუძლიათ საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზის მიღების შემთხვევაში. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ე. წ. COVID-ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება (www.spth.gob.es/create). სარეგისტრაციო ფორმის შედეგად მიღებული QR-კოდი საზღვარზე უნდა წარადგინოთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close