კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 ნოემბერი
1-ლიდან 4 ნოემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს არის წმენდის პერიოდი, ყველა მნიშვნელოვანი პროცესის დასრულების დრო. კლებად მთვარეზე ახალი საქმის წამოწყება დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ჰგავს – ნებისმიერი გეგმის შესრულებას, ახალი იდეების განხორციელებას გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.
5 ნოემბერს ახალმთვარეობაა. ამ დღეს იოცნებეთ, დაგეგმეთ, შეადგინეთ სურვილების სია. 6 და 7 ნოემბერს კი, როდესაც მთვარე ზრდას იწყებს, თქვენც დაიწყეთ ყველაფრის კეთება, რაც ახალ მთვარეზე ჩაიფიქრეთ.
ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ახლა თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებების ზღვარზე, შეიძლება თქვას, ეპიცენტრში იმყოფებიან. „ვულკანის კრატერის“ კიდეზე მდგომი დაფიქრდით, ღირს თუ არა უფრო შორს წასვლა, ცვლილებების რამდენად დიდი სურვილი გაქვთ? თუ თქვენთვის ეს აუცილებელია და გჭირდებათ – თავისუფლად გააგრძელეთ გზა, თუ მათი თავიდან აცილება გსურთ, უგუნურად არ უნდა მოიქცეთ. დიდი შანსია, რომ ამ კვირაში მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება: „ვინც არაფერი იყო, ის გახდება ყველაფერი“ და, სამწუხაროდ, შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
კურო
კუროს ყოველთვის უმართლებს წვრილმანებში – იგი „ბედნიერების მარცვლებს“ აგროვებს, დიდი სიმდიდრის მფლობელი ხდება. ეს კვირა პლანეტების ხელსაყრელი განლაგებით გამოირჩევა და თქვენს ყველა საქმეს წარმატება მოჰყვება. ხშირად გაიღიმეთ – ეს დაგეხმარებათ კარიერის შექმნაში. ახალმთვარეობის შემდეგ თქვენი ცხოვრება გარდაიქმნება, უამრავი დადებითი ემოცია დაგეუფლებათ – ალბათ გააკეთებთ (ან უკვე გააკეთეთ) რაღაც ისეთს, რასაც დიდი ხანია ელოდით, რისაც გეშინოდათ, გაურბოდით – მაგრამ საკუთარ თავს აჯობებთ, გაიმარჯვებთ და ამ განწყობის ტალღაზე წარმატება გელოდებათ!
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 1.
ტყუპი
ამ კვირაში შეეცადეთ სიღრმისეულად გაუმკლავდეთ ქვეცნობიერს, მოიშოროთ საკუთარი კომპლექსები და იმუშაოთ მათთან ფროიდის თეორიების დონეზე. ეს კვირა ასოცირდება გარღვევასთან, იმპულსებთან – ან საკუთარ თავთან უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვალთ, ან „შეგჭამენ“ თქვენი კომპლექსები. მესაკუთრეობის განცდა, მტაცებლური ინსტინქტი, ყველაფრის ფლობის და მმართველობის სურვილი – ეს არის თქვენი ბუნების თვისებები, რომლებმაც ახლა შეიძლება პირველ რიგში გადმოინაცვლონ.
სასიკეთო დღეები: 3, 5.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში თითქოს ყველაფერი ერთ თარგზე იჭრება: ტექნიკა ფუჭდება, ტანსაცმელი ცვდება, ბიზნესი ინვესტიციებს მოითხოვს და ახლობლებიც არაფერს აკეთებენ. ისე, კვირის დასაწყისში მოგიწევთ ხარჯების გაკონტროლება, ხოლო ქველმოქმედება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია რეკომენდებული. ახალმთვარეობამდე შეეცადეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტი არ მოგივიდეთ: ძალთა ბალანსი თქვენს სასარგებლოდ არ არის. შაბათ-კვირას პირადი ინტერესები უნდა წამოსწიოთ წინ. ეცადეთ არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, მეტი დაისვენეთ და მიიღეთ ვიტამინები.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
ამ კვირის განმავლობაში იმდენ ენერგიას დახარჯავთ, რაც მთელი თვის მარაგს უდრის. კვირის დასაწყისში პრობლემები გელოდებათ, რომლებიც დღითიდღე შემცირდება – კვირის ბოლომდე განწყობა უმაღლეს დონემდე აგიმაღლდებათ! მთავარია არ დაკარგოთ რწმენა, ოპტიმიზმი და აკონტროლოთ თქვენი ქმედებები როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. შაბათ-კვირას უნდა იფიქროთ იმაზე, რომ სწორად დაიწყოთ ახალი კვირა.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 3.
თქვენთვის სასარგებლოა, ამ კვირაში მარტო თუ იქნებით: ეს არის ენერგიის დაგროვების და არა მისი წვრილმანებზე დახარჯვის პერიოდი, ახალ პროექტებზე ფიქრის დრო, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს თქვენს სამსახურთან ან ჯანმრთელობასთან. კვირის ბოლომდე გექნებათ შანსი, რომ გამარჯვებული გამოხვიდეთ რთული სიტუაციიდან და თქვენი „ბავშვური“ სიჯიუტისა და ძლიერი ნებისყოფის წყალობით მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. პლანეტები წარმატებებს გიწინასწარმეტყველებენ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში სასწორის ნიშნის წარმომადგენელთა შინაგანი რეზერვები გამოვლინდება. მოქმედებისკენ გიბიძგებენ გარემოებები, ცხოვრება, მეგობრები, სასიყვარულო ურთიერთობები. „ფული უნდა იშოვოთ“ – თქვენი სულიერი მღელვარება და ღია ქმედებები ამ სლოგანთან იქნება დაკავშირებული. რეალური შესაძლებლობა გექნებათ ყველა ფრონტზე გაიუმჯობესოთ რეპუტაცია, თუ არ იზარმაცებთ.
სასიკეთო დღეები: 4, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
მორიელი
ამ კვირაში ერთდროულად სენტიმენტალურიც ხართ და აგრესიულიც: ტირილის სურვილი, რომელიც უმიზეზოდ გაჩნდა, შეიძლება ჭურჭლის გატეხის სურვილში გადაიზარდოს. უმჯობესია ახალი საქმეები გადადოთ და სწორედ ახლა გააანალიზოთ და მოაგვაროთ ძველი პრობლემები, მოაწესრიგოთ გადადებული საქმეები. სასიყვარულო ფრონტზე გელით სიურპრიზები და ახალი ნაცნობობა, რომელიც შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
სასიკეთო დღეები: 6. 7.
არასასიკეთო დღე: 4.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს არის პერსპექტივის დრო, როდესაც მომავლის გეგმების შედგენა მარტივად ხდება. ახლა ეწყობა „პირველი აგურები“ თქვენი მომავალი საქმეების, ბიზნესის, ურთიერთობებისთვის. ამ პერიოდში შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენი გეგმები, რჩევა ჰკითხოთ ასტროლოგს ან დამოუკიდებლად გაიკვლიოთ გზა. მოსალოდნელია ცვლილებები თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
სასიკეთო დღეები: 5, 6.
არასასიკეთო დღე: 2.
ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კვირაში, დიდი ძებნის შემდეგ, კარგ სამსახურს იშოვის, თუმცა, ძირითადად, ეს არის თქვენი ოჯახისა და მეგობრების დახმარების კვირა: შესაძლოა სტუმრები მოვიდნენ და გთხოვონ დახმარება სახლში სუფრის გაშლაში, ან მეგობრებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება, გაიქცეთ მაღაზიებში, აფთიაქში ან აიღოთ ბილეთები. მაქსიმალურად შეეცადეთ, არავის მოაკლოთ ყურადღება და ცოტა დრო მაინც დაუთმოთ მათ, ვისაც თანადგომა და დახმარება სჭირდება.
სასიკეთო დღეები: 6, 7.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს კვირა მშვიდი და ჰარმონიულია, განსაკუთრებით თუ ამ დროის პრეროგატივაა დასვენება, მაგრამ არა ოჯახური, არამედ პასიური და მშვიდი. მხოლოდ ფიზიკური შრომით დაკავებულ შემოქმედ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ახლა ნამდვილი სიამოვნება იმისგან, რასაც საკუთარი ხელით ქმნიან, ყველა დანარჩენისთვის რეკომენდებულია დასვენება… და სასურველია, თუ მარტო დაისვენებენ.
სასიკეთო დღეები: 2, 4.
არასასიკეთო დღე: 6.
ამ კვირაში ყველაფერი ჯადოსნურად მიდის: კოლეგები გაფასებენ, მეგობრები გაღმერთებენ, ახლობლები მზად არიან, ხელის გულზე გატარონ. საქმე წინ მიდის წარმატებით, ფული შემოგდით, გუნება-განწყობა დღითიდღე უმჯობესდება – სხვა რაზე შეიძლება იოცნებოთ? ისიამოვნეთ ცხოვრებით, მაგრამ ძალიანაც არ მოდუნდეთ.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 4.
მოამზადა თამთა გურულმა
კომენტარები