მედიცინასაზოგადოება
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში
აშშ-ის საკვებისა და წამლის სანტარიული კონტროლის ადმინისტრაციამ (La Food and Drug Administration /Fda) Pfizer-BioNTech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა შემცირებული დოზით (იმის მესამედი, რასაც უფროსებში იყენებენ).
ვაქცინა უნდა გაკეთდეს 2 დოზად, 3-კვირიანი შუალედით.
ეს გადაწყვეტილება 28 მილიონამდე ამერიკელ ბავშვს ეხება, რომელთა ასაკიც 5-იდან 11 წლამდეა.
თუ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც (CDC) იმავე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციის კამპანია შესაძლოა უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყოს.
ნინოი ხოშტარია
კომენტარები