fbpx
მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

ეთო მიგრიაული იტალიური ELLE-ის გარეკანზე

ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული წარმატებულ საერთაშორისო კარიერას და მსოფლიო ბრენდების კამპანიებში მონაწილეობას განაგრძობს.

წარმატებული ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული „ვოგისა“ და Vanity Fair-ის შემდეგ კიდევ ერთი პრესტიჟული გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქართველი გოგონა ამჯერად იტალიური Elle-ის გარეკანისთვის გადაიღეს. როგორც ყოველთვის, ეთოს მონაწილეობით ფოტოსესია ძალიან საინტერესო და სახასიათო გამოვიდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BraveModels (@bravemodels)

მაისში სამოდელო სააგენტო Geomodels-ის მოდელი ეთო მიგრიაული ცნობილი ბრენდის – Gucci-ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. რეკლამაში ეთოს „გუჩის“ სამოსი აცვია და ამ ბრენდის აქსუსუარები უკეთია, ასევე, რეკლამას უკეთებს სხვადასხვა ფერის ჩანთებს.

მარტში ეთო მიგრიაული REDValentino-ს 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ახალგაზრდა მოდელის პორტფოლიოში ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას შეხვდებით, როგორიცაა: Fendi, Emilio Pucci, Antonio Marras და სხვ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Drue🤘🏼 (@druebisley)

2020 წლის სექტემბერში ეთო მიგრიაული Valentino-ს 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. მალევე Emilio Pucci-ს 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოჩნდა. საოცრად ჰარმონიული ესთეტიკის მქონე სურათში სახელწოდებით 𝙎𝙐𝙇𝙇𝘼 𝙍𝙄𝙑𝘼 (სანაპიროზე) ხუთი მოდელი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთი – ეთო მიგრიაულია.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close