ციკლონი „ბალოსი“ საბერძნეთში – ძლიერი წვიმის შედეგად ათენისა და თესალონკის ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)
საბერძნეთში უხვი ნალექის შედეგად, რომელიც ციკლონმა „ბალოსმა“ გამოიწვია, ათენისა და თესალონკის ქუჩები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეების ათობით ზარი შევიდაც დახმარების თხოვნით.
ათენის შემოგარენში დაიტბორა სკოლა. დროებით ჩახერგილი იყო რამდენიმე ავტომაგისტრალი.
ბერძნულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს შოკისმომგვრელი კადრები: B1 მარშრუტის ავტობუსი, რომელიც პირეოსიდან ვულაში მიდიოდა, ხიდის ქვეშ წყალში ჩაიძირა. საბედნიეროდ, მგზავრთაგან არავინ დაზარალებულა, თუ არ ჩავთვლით დასველებულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს.
Passengers wade through high water as they evacuate a bus stuck in a flooded underpass in southern Athens, Thursday, Oct. 14, 2021. Storms have been battering the Greek capital and other parts of southern Greece, causing traffic disruption and some road closures. pic.twitter.com/jGVcnTvGFo
— Thanassis Stavrakis (@TStavrak) October 14, 2021
მოქალაქეთა დაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ქუჩებში გასვლისგან თავი შეიკავონ.
სტიქიის გამო ათენის ბევრ რაიონს შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ხარვეზები იყო მობილურ სატელეფონო კავშირშიც.
შტორმის გამო ატიკაში სკოლების უმრავლესობა დახურული იქნება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრმაციით, პარასკევს შუადღემდე დედაქალაქის რეგიონში – ატიკაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, შესაძლოა – სეტყვაც.
პარასკევ დილისთვის უამინდობისგან სერიოზულად დაზარალდება სამხრეთ იონიის ზღვის რაიონები, პელოპონესი, ცენტრალური საბერძნეთი და ევია (ევბეა), ხვალ დილამდე ძლიერი წვიმა იქნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიაში, აგრეთვე, ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები