fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის სენატმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციას მხარი არ დაუჭირა

საფრანგეთის სენატმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივით საფრანგეთის სენატში სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. სოციალისტი პარლამენტარები საყოველთაო ვაქცინაციის იდეას მხარს ზაფხულიდან უჭერენ.

სოციალისტი სენატორების ლიდერმა პატრიკ კანერმა განაცხადა, რომ სანიტარიული საშვების შემოღებით საფრანგეთის მთავრობამ ფრანგებს ვაქცინაციის ვალდებულება ირიბად დაუწესა.

5 აგვისტოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ მიღებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ზომებს. აღნიშნული ზომები სხვა რეგულაციებთან ერთად ექიმების, მასწავლებლებისა და მეხანძრეების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, რესტორნებში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. „სანიტარიული საშვის“ ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.

ე.წ. „სანიტარიული საშვები“ გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული ან ფლობენ არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close