საზოგადოებასაქართველო

ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა

ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო ხანს ქალბატონი ირინა ავადმყო­ფობ­და და ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ბუ­ბამ და ირი­ნამ 1965 წელს იქორ­წი­ნეს და, როგორც მომღერალი ამბობს, 50 წელზე მეტი ერთ ქალზე იყო შეყვარებული. ქალბატონი ირინა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბა­ლე­რი­ნა იყო, მაგრამ კარიერის ნაცვლად მთელი ცხოვრება ბუბას მიუძღვნა. როგორც ახლობლები ამბობენ, ყო­ველ­თვის გვერ­დში ედგა, ყველ­გან ერ­თად იყ­ვნენ.

ქალბატონმა ირინამ პირველი ოჯახი მსა­ხი­ო­ბ გუ­რამ სა­ღა­რა­ძესთან შექმნა. მათ ერთი სა­ერ­თო შვილი, მსახიობი მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძე ჰყავ­თ, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

„ცხოვ­რე­ბაა, აბა, რო­გორ?! ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის. მე ისე­თი კაცი ვარ, როცა რამე მინ­და, ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ. ვარ ზარ­მა­ცი, გან­ძრე­ვა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ თუ რა­ღაც და­ვი­წყე, იმ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. გუ­რამ სა­ღა­რა­ძე და ირი­ნა უკვე აღარ იყ­ვნენ ერ­თად. ის რომ ჩემი მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ეგ არ მოხ­დე­ბო­და. სრუ­ლი­ად უცხო­ე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნე­თის­თვის. უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ, პა­ტივს ვცემ­დი და სულ ეგ იყო. მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძეს ჰკი­თხეთ ეგ ამ­ბე­ბი, მე ნუ მა­ლა­პა­რა­კებთ. ისე, რომ იცო­დეთ, არც მე და არც ის ამ ქა­ლის ფრჩხი­ლის ფა­სად არ ვღირ­დით. ყო­ველ­თვის ბევ­რად მაღ­ლა იდგა ორი­ვე­ზე“, – თქვა წლე­ბის წინ ჟურ­ნალ „სარ­კესთან“ ინტერვიუში ბუბა კი­კა­ბი­ძემ

ბატონ ბუ­ბას და ქალ­ბა­ტონ ირი­ნას ერთი საერთო ვაჟი, კოკა ჰყავთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close