სპორტი

16 წლის ძალოსანი ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი ძალოსანი ნათია გადელია საუდის არაბეთში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

81 კგ წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა. მან ატაცში 85, 88 და 91 კგ დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 108, 113 და 117 კგ დაძლია, შედეგად ორჭიდში 208 კგ დააროვა და უახლოეს მეტოქეს 3 კგ-ით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გადელიამ ატაცსა და ორჭიდში საქართველოს რეკორდები 4-4 კილოგრამით გააუმჯობესა.

აფხაზეთიდან დევნილმა ნათია გადელიამ საკუთარი გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო 3 ძალოსნით იყო წარმოდგენილი და ყველამ მედალი მოიპოვა. გადელიამ ოქრო, ნიკოლოზ ესართიამ – ვერცხლი და გურამ ვეკუამ – ასევე, ვერცხლი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close