საზოგადოებასაქართველო

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.

კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში დარჩება, რადგან მდგომარეობა საყურადღებოა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, ალბათ რამდენიმე დღის განმავლობაში გავაჩერებთ იქ. ბევრი მაჩვენებელი ნორმაშია, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

37 წლის ზვიად თავდგირიძე გუშინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს, რომელთაც დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტრაგიკული შემთხვევის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა, დაშვებულია სახელმწიფო დროშები ადმინისტრაციულ შენობებზე.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close