fbpx
ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქართულ-იტალიური საოპერო წყვილის ფბ-სიყვრულის ახსნა ქორწინების 10 წლის თავზე

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სოპრანო ნინო მაჩაიძემ იტალიელ მეუღლესთან ერთად ქორწინების 10 წლის იუბილე აღნიშნა.

ნინომ თავისი მომავალი მეუღლე, ასევე საოპერო მომღერალი გვიდო ლოკონსოლო „ლა სკალას აკადემიაში“ სწავლის დროს გაიცნო და, როგორც თავად ამბობს, მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც ნინომ და გვიდომ „რიგოლეტოში“ ერთად მიიღეს მონაწილეობა, მათი სიყვარულიც დაიბადა.

ცოლ-ქმარმა ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს სიყვარული კვლავ აუხსნა, მაგრამ ამჯერად ფეისბუქით.

„ცოლქმრობის 10 შესანიშნავი წელი… ძალიან მიყვარხარ, გვი, მიყვარს ჩვენი შესანიშნავი შვილები და ჩვენი ოჯახი, რომელიც შევქმენით. გილოცავ იუბილეს, ჩემო სიყვარულო, შენთან ერთად კიდევ არაერთი არაჩვეულებრივი წელი მინდა გავატარო…“ – წერს ნინო მაჩაიძე.

გვიდო თავის „piccolina“-ს ასევე მადლობას უხდის ათწლიანი  ბედნიერებისათვის:  „გილოცავ, პიკოლინა, 10 წლის იუბილეს! უნიკალური ხარ, ჩემო სიყვარულო! მადლობა იმ სილამაზისთვის, რასაც ყოველდღე მჩუქნი, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ და მხარში მიდგახარ“.

წყვილი იტალიაში, მილანში ცხოვრობს და ორ შვილს, ბიჭუნას – ალესანდროს და გოგონას – ელენას ზრდის.

38 წლის ნიჭიერი და პოპულარული ნინო აღიარებულია არა მარტო, როგორც საუკეთესო სოპრანო (კოლორატული სოპრანო), არამედ როგორც გამორჩეულ გარეგნობის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლური სა­ო­პე­რო მომღერალი. მას ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავს – ანჯელინა ჯოლისაც ადარებენ.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ნინო მაჩაიძეს მსოფ­ლი­ოს ლა­მაზ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­თა შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აშშ-ის მაშინდელმა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა მი­ა­ნი­ჭა.

ნინო მაჩაიძე და გვიდო ლოკონსოლო სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები არიან,  საერთო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ და თაყვანისმცემლებისგანაც უამრავ კომპლიმენტს  იღებენ.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

ფოტოები ფეისბუქიდან

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close