მსოფლიოnews

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატის ქალაქ მენსფილდთან მდებარეობდა.

ავსტრალიისთვის იშვიათი ამ ბუნებრივი კატაკლიზმის დროს დაზარალდა შტატის დედაქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი მელბურნი, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დაზიანებულია შენობები, გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა არა – ადამიანები.

მიწისძვრის შემდეგ მელბურნში ზოგიერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლები ცოტა ხნით გამოიყვანეს. დაზიანდა ტრამვაის ხაზები, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

ვიქტორიის შტატის სამაშველო სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა, თავი აარიდონ დაზიანებულ შენობებსა და პოტენციურად საშიშ სხვა ობიექტებთან ყოფნას.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:15 სთ-ზე დაიწყო (თბილისის დროით 03:15 სთ) და იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ შტატებში – სამხრეთ ავსტრალიასა და ახალ სამხრეთ უელსშიც იგრძნობოდა. პირველ ძლიერ ბიძგს მალევე მოჰყვა კიდევ ორი, 4 და 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ავსტრალიელი სპეციალისტების მონაცემებით, ბიძგები საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა, რადგან მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეში მოხდა იყო. თავდაპირველად მისი მაგნიტუდა 6,0-ით შეაფსეს, თუმცა მოგვიანებით 5,8-მდე შეამცირეს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, თქვა, რომ ადამიანების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა იშვიათია, რადგან კონტინენტი ერთ ტექტონიკურ ფილაზე მდებარეობს. ავსტრალიის გეოფიზიკური სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პოტენციურად დამანგრეველი, 6,0 მაგნიტუდაზე ძლიერი მიწისძვრა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close