საზოგადოება
ნატალია ქუთათელაძე დღეს დედა გახდა

ეკა მამალაძე კიდევ ერთხელ გახდა ბებია, ნანი ბრეგვაძე კი – დიდი ბებია. ეკა მამალაძის ქალიშვილს და ნანის შვილიშვილს, მომღერალსა და ტელეწამყვან ნატალია ქუთათელაძეს დღეს ვაჟიშვილი შეეძინა.
ცნობილია ახალშობილის სახელიც – მშობლებმა მას სანდრო დაარქვეს.
ნატალია ქუთათელაძის მეუღლეს, აჩიკო ჯაფარიძეს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს და სანდრომისთვის მეოთხე შვილია, ნატალია კი დღეს გახდა დედა.
ფეხმძიმე ნატალიამ მშობიარობამდე რამდენიმე ხნით ადრე „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა და განაცხადა, რომ ამით საკუთარი და თავისი პატარას სიცოცხლე დაიცვა.


