კინო/ფილმებისპორტი

როგორ გაეპარა კასპაროვს ასეთი შეცდომა? – ლეგენდარული ანატოლი კარპოვი „ნეტფლიქსთან“ დაკავშირებულ სკანდალზე

ჭადრაკში მსოფლიოს მე-12 ჩემპიონმა ანატოლი კარპოვმა კომენტარი გაუკეთა ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს კინოკომპანია Netflix-ის წინააღმდეგ. სერიალში „ლაზიერის გამბიტი“, Netflix-მა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მიმართ ორი სერიოზული უზუსტობა დაუშვა: სერიალში გაფრინდაშვილს მოიხსენიებენ, როგორც რუს მოჭადრაკეს, აგრეთვე ამბობენ, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ. ორივე ფაქტი არასწორია.

„უბრალოდ, არ ვიცი, როგორ გამოეპარა ასეთი შეცდომა გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, ბოლომდე არ უნახავს, ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, რადგან მან შესანიშნავად იცის, რომ გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი დიდოსტატი იყო – როგორც ქალებში, ისე კაცებშიც. მამაკაცთა დიდოსტატის წოდების მიღება კი მხოლოდ კაცების ტურნირებზე თამაშით შეეძლო. ასე რომ, ამ მხრივ ის აბსოლუტურად მართალია. როცა ლაპარაკია კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟებზე, ინფორმაცია უფრო მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, უბრალოდ რომ ეთქვათ „საბჭოთა მოჭადრაკე“, მაშინ არაფერი იქნებოდა საკამათო, რუს მოჭადრაკედ გამოცხადება კი ეროვნული წარმოშობისადმი მიკუთვნებაა და სრულიად ცხადია, რომ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, ის ქართველია და ამაყობს ამით. რუს მოჭადრაკეს მას ვერანაირად უწოდებ და არც არასოდეს მოუხსენებიათ ასე. ამბობდნენ – „საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი“, „საბჭოთა მოჭადრაკე“. ან, უფრო ხშირად, „საქართველოს წარმომადგენელი“, „ქართველი მოჭადრაკე“, – განაცხადა კარპოვმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close