fbpx
მსოფლიოკრიმინალი

როგორ მოახერხა 6-მა პატიმარმა ისრაელის ყველაზე დაცული ციხიდან გაქცევა

ისრაელის სამართალდამცავი უწყებები ეძებენ ექვს პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხიდან გაიქცნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, მათ მკაც­რი რე­ჟი­მის ციხის საკნის იატაკიდან გვირაბი გათხარეს და გაქცევა ასე შეძლეს.

გაქცეულ პირებს შორის არიან დაჯგუფება „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილი მეთაური, ასევე, „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი წევრი. ყველა გაქცეული პატიმარი სასჯელს 2000-2005 წლებში ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმებისთვის იხდიდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გილბოას ციხიდან პატიმრების გაქცევის შესახებ ხელისუფლებამ ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერისგან შეიტყო, რომელმაც ციხის მიმდებარე მინდვრებში „მამაკაცთა საეჭვო ჯგუფი“ შენიშნა. ამის შემ­დეგ „გილ­ბო­ას“ ცი­ხე­ში გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. დილის 4 სა­ათ­ზე ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღმოაჩინეს, რომ საპატიმროს ექ­ვსი მსჯავრდებული გაუჩინარდა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამ­ბო­ბენ, რომ გვი­რა­ბის გა­თხრა პა­ტიმ­რებ­მა საკანში, ნიჟარის ხვრე­ლი­დან და­ი­წყეს და ის ცი­ხის გარე ტე­რი­ტო­რი­ამ­დე გა­იყ­ვა­ნეს. გვირაბი საკ­მა­ოდ ვიწ­როა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, სავსებით შესაძლებელია მას­ში ადა­მი­ა­ნის გაძ­რო­მა. მა­თი­ვე თქმით, პა­ტიმ­რებ­მა გვი­რა­ბი 2 თვეში გათხარეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჟან­გი­ა­ნი კოვ­ზით, რო­მე­ლსაც კედელზე გაკრული პლაკატის უკან მალავდნენ.

ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვარაუდობენ, რომ პატიმრებს კონტრაბანდული მობილური ტელეფონის საშუალებით კონტაქტი ჰქონდათ ციხის გარეთ მყოფ პირებთან, რომლებიც გაქცეულებს მანქანით დახვდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი გაქცეული წევრიდან ოთხს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თავდასხმების დაგეგმვის ან განხორციელების ბრალდებით, მეხუთე ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის“ ყოფილ მეთაურს ზაქარია ზუბეიდის, ის 2019 წელს დააკავეს რამდენიმე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით. მისი საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

ზაქარია ზუბეიდი, Reuters

ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ და სამხედროებმა, რომლებიც გაქცეული პატიმრების ძებნაში მონაწილეობენ, ბლოკპოსტები განათავსეს, რათა ძებნილებმა დასავლეთ სანაპიროსა ან იორდანიაში გადასვლა ვერ შეძლონ.

ის­რა­ე­ლის ოფიციოზმა ამ ფაქტს უკვე უწოდა „უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო სამსახურის მთავარი წარუმატებლობა“, ხოლო პა­ლეს­ტი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯგუფების, „ჰამასის“ ლიდერების შეფასებით, გაქცეულებმა „გმირობა ჩაიდინეს“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close