fbpx
ისტორიასაზოგადოებასაქართველო

ქართველი მილიონერის სახლი აბაშაში, რომელიც მთავრობას აფინანსებდა – ის პარიზში ვიქტორ ჰიუგოს და მოდელიანის გვერდით დაკრძალეს

აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში მდებარე ეს სახლი 1915 წელს იტალიელებმა დააპროექტეს. სამეგრელოს ერთ პატარა სოფელზეა საუბარი. ეს სახლი უდიდესი ქართველის, მეცენატის, ეროვნული საქმეების დამფინანსებლის აკაკი ხოშტარიასი გახლდათ, რომელიც მან დედას აუშენა.

თავად აკაკიც ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა.

აკაკი ხოშტარია იყო ბაქოსა და ირანში მსხვილი სანავთობო კომპანიის დამაარსებელი და ექსპორტიორი უამრავ ქვეყანაში. ასევე, სტამბოლში დააარსა „ხოშტარია ბანკი“. მთელი თავისი ქონება მან ეროვნულ საქმეს მოახმარა.

იგი აფინანსებდა საქართველოს პირველ დემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც ბოლომდე ინახავდა საფრანგეთში ემიგრაციის დროს. აკაკი ხოშტარია თავადაც საფრანგეთშია დაკრძალული, პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ჰიუგოს, მოდილიანისა და ოსკარ უაილდის გვერდით.

მან დამოუკიდებელ საქართველოს შეუძინა 4 სამხედრო გემი. სწორედ მან იყიდა აუქციონზე სარაჯიშვილების სახლი ((სადაც დღემდე მწერალთა კავშირია), რომელიც შემდეგ სახელმწიფოს გადასცა. აბსოლუტურად ყველა სტუდენტს აფინანსებდა, ვინც ევროპაში სწავლობდა. მაშინდელი  საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმისთვის ბაქოდან გადმორიცხა 8 ათასი მანეთი.

სოფელ სუჯანაში მდებარე ეს სახლი 2009 წელს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამჟამად ჭყონდიდის ეპარქია მართავს.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close