ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

კვიპროსში რუსი ტურისტი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა (ვიდეო)

კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ექსკურსიის დროს რუსი ტურისტი ქალი წმინდა ლაზარეს სარკოფაგში ჩაწვა და გაიჭედა. ამის შესახებ გამოცემა GreekReporter-ი წერს.

სარკოფაგიდან ქალის ამოყვანა მხოლოდ სხვა ტურისტების დახმარებით მოხერხდა.

წმინდა ლაზარეს სარკოფაგი IX საუკუნის ეკლესიაში, საკურთხევლის ქვეშ მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ სამარხში იპოვეს წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა და ჩვ. წ. 63 წელს კვიპროსში გარდაიცვალა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close