ქართველები უცხოეთში

პოლონეთში გარდაცვლილი დიტო ხელხელაურის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

პოლონეთში დაღუპული 26 წლის დიტო ხელხელაურის ცხედარი გარდაცვალებიდან თითქმის 3 თვის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენეს. მას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ხვალ დაკრძალავენ.

დიტოს დედა ია ოჩიაური ამბობს, რომ ამ დრომდე არ იცის, რა გახდა მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი.

„ცხედარს არანაირი საბუთი არ მოჰყვა. მხოლოდ სახელი და გვარი აწერია. გვამი შეფუთულია და გვითხრეს, არ გახსნათო. მე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დავწერე განცხადება პოლიციაში და მოვითხოვე დახმარება – გამოითხოვონ ინფორმაცია პოლონეთიდან და გამარკვიონ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ჩემი შვილი, რა პასუხი აჩვენა დნმ-ს ანალიზმა და ექსპერტიზამ? ახლაც მქონდა ჩვენს პოლიციელებთან კონტაქტი. მითხრეს, რომ ვისაც ჩემი განცხადება უნდა განეხილა და პასუხი მოეცა, კორონავირუსი შეხვდა. მე პასუხი არ მაქვს შეკითხვაზე, რა გახდა დიტოს გარდაცვალების მიზეზი“, – განაცხადა ია ოჩიაურმა.

ოჯახს ცხედრის გამოსვენებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაეხმარა.

დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან იყო. ის ბოლო 4 წელია, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მუშაობდა.

ახალგაზრდა კაცი 2021 წლის 11 ივნისს გაუჩინარდა, 18 ივნისს კი მისი ნივთები ვარშავასთან ახლოს ტბის პირას იპოვეს, მოგვიანებით 26 ივნისს ოჯახს აცნობეს, რომ დიტო ხელხელაური ტბაში გარდაცვლილი ნახეს.

დიტოს დედა რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მის შვილს პოლონეთში ყოფნის 4 წლის განმავლობაში არანაირი კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, შესაბამისად, არ აქვს ვერსია, რა შეიძლება მომხდარიყო.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close