იტალიაპოლიტიკა

იტალია: ახალი წესები სავალდებულო „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით პირველი სექტემბრიდან

„მწვანე საშვის“ მოქმედების ვადა 12 თვემდე გაიზარდა

გასული კვირის ბოლოს იტალიის სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა დადებითი დასკვნა დადო „მწვანე საშვის“ მოქმედების ვადის 9 თვიდან 12 თვემდე გაზრდაზე. 

პრაქტიკული მოსაზრებით, ე. წ. „გრინპასის“ მოქმედების ვადის გახანგრძლივება დაეხმარება მესამე დოზისკენ გზის გაკვალვაში, რომელიც ახლა აშკარა ჩანს ზოგიერთი ყველაზე მოწყვლადი სუბიექტისათვის  რამდენიმე ქვეყნის მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელთა შორის საფრანგეთიც არის. მაგ., ისრაელში 30 ივლისიდან კი უკვე მიმდინარეობს 60 წელს გადაცილებული ადამიანების მესამე დოზით აცრა, ხოლო 19 აგვისტოდან მესამე დოზა ხელმისაწვდომია 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, მასწავლებლების, მედმუშაკებისა და ფეხმძიმეებისათვის.

ამასთან, ვაქცინაციის მაჩვენებლები იტალიაში სექტემბერში სკოლაში დაბრუნების წინ ასეთია: უკვე აცრილია სასკოლო და საუნივერსიტეტო პერსონალის 90%-ზე მეტი, 12-იდან 15 წლამდე ასაკის ბავშვების 40%-ზე მეტი და 16-იდან 19 წლამდე ასაკის  მოზარდების 67%.

იტალიაში პირველი სექტემბრიდან მწვანე საშვი სავალდებულო ხდება მატარებლით, თვითმფრინავითა და ბორნით მოგზაურობის მსურველთათვის, აგრეთვე, სასკოლო პერსონალისა და უნივერსიტეტში დაშვებისთვის.

როგორც მთავრობაში განმარტეს, პირველი სექტემბრიდან სკოლების და უნივერსიტეტების თანამშრომლები და სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან წარადგინონ სერტიფიკატი Green Covid-19. აგრეთვე, პირველი სექტემბრიდან მხოლოდ „მწვანე საშვის“ მფლობლებს  ექნებათ უფლება ისარგებლონ თვითმფრინავით (კომერციული სამგზავრო რეისები), აგრეთვე, ბორნებითა და გემებით – რეგიონთაშორისი სატრანსპორტო მომსახურებით (მესინის ყურეში მოძრავი საზღვაო ტრანსპორტის გამოკლებით); საქალაქთაშორისო, საქალაქთაშორისო ღამის და ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლებით, რომლებიც 2 რეგიონზე მეტს აკავშირებს ერთმანეთთან; „მწვანე საშვი“ ზოგიერთ შემთხვევაში სავალდებულოა ავტობუსებშიც.

უფრო დაწვრილებით ახალი წესები შეგიძლიათ ნახოთ აქ: adnkronos.com

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close