fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„ერთს სახლში 12 დედმამისშვილი ელოდებოდა, მეორე ერთი კვირის წინ წავიდა ავღანეთში, მესამე – 3 კვირაში მამა უნდა გამხდარიყო…“

26 აგვისტოს ქაბულისაეროპორტზე ტერორისტულ თავდასხმას ათობით ავღანელი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. აშშ-ის ძალებს შორის არსებული მსხვერპლით, 26 აგვისტოს თავდასხმა ბოლო ათწლეულში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა აშშ-ის ძალებისთვის ავღანეთში.

FOX NEWS-ის პოლიტიკის პროდიუსერი ნანა საჯაია ქაბულში დაღუპული 13 სამხედროსა და ამერიკის ამ უდიდეს დანაკლისზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

„ჩვენს პროფესიაში არის დღეები, როცა რაღაცას ავტომატურად აკეთებ, სხვებზე ადრე ეძებ წყაროებს, ურეკავ ხალხს 8 საათით წინ და უკან, ეძებ ისტორიის მონაწილეების სხვა კონტინენტზე და სანამ აშუქებ, თითქოს არ განიცდი, მთავარია, ამბავი მოყვე, მოასწრო, დაასწრო…

ბოლო 8 დღე, ყოველდღე, 9-10 საათი ავღანეთზე ვმუშაობდი და სულ მოსწრება-დასწრების რეჟიმში ვიყავი.

გუშინ პენტაგონმა ქაბულში დაღუპული 13 სამხედროს სახელი გამოაქვეყნა.

ერთს სახლში 12 დედმამისშვილი ელოდებოდა, მეორე, სულ რაღაც, 1 კვირის წინ წავიდა ავღანეთში, მესამე – 3 კვირაში მამა უნდა გამხდარიყო. ერთმა გოგომ წინა დღეს ინსტაგრამზე ფოტო დადო – ხელში ავღანელი ჩვილი უჭირავს და წერს „მიყვარს ჩემი საქმე“.

დედლაინები რომ გადაივლის და ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემა, ამბის არსი და სიმძიმე მერე წამოგეწევა to haunt you, იმიტომ რომ რაც ჩემთვის სამუშაო, დავალება, დედლაინია, ვიღაცისთვის ცხოვრების ტრაგედიაა და რამდენიც არ უნდა იცოდე და მოყვე მათი ისტორიები, მაინც უძლური ხარ“, – წერს ნანა საჯაია.

fortuna.ge

ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფო – ხორასანი“ (IS-K), რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ძლიერ აფეთქებაზე ქაბულის აეროპორტთან, საკუთრივ „ისლამური სახელმწიფოს“ დანაყოფია და  წარსულშიც მდგარა ავღანელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული სისხლიანი თავდასხმების უკან. ის 2015 წელს შეიქმნა და  ერთ-ერთ ყველაზე  სასტიკ დაჯგუფებად არის ცნობილი. 2020 წელს ისინი თავს დაესხნენ ქაბულში მდებარე სამშობიარო საავადმყოფოს, დახოცეს 16 დედა და ორსული ქალი, ორი ბავშვი და კიდევ შვიდი ადამიანი.

ქაბულის აეროპორტი ტერაქტის შემდეგ; 27 აგვისტო, 2021 წ. AFP-ის ფოტო

რამდენიმე დღის წინ კი, 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მათ აფეთქება მოაწყვეს მაშინ, როცა იქ თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ ავღანეთის დატოვების მსურველი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმებს 200-მდე ადამიანი შეეწირა, მათ შორის, 13 ამერიკელი სამხედრო.

26 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სამაგიერო მიეზღვება აეროპორტის თავდასხმების გამო. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის მესვეურებს დაევალათ შეიმუშაონ საოპერაციო გეგმა „ისლამური სახელმწიფო – ხორასნის“ ქონების, ლიდერების და ობიექტების მიზანში ამოსაღებად.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის და ობამას ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას აზრით, ბაიდენის პირობა ნიშნავს, რომ „ჩვენ [ავღანეთში] უნდა დავბრუნდეთ,„‘ისლამურ სახელმწიფოსთან’ გასამკლავებლად“.

26 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ აშშ-მა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფო – ხორასანის” წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელა.

30 აგვისტოს ქაბულის აეროპორტზე ისევ განხორციელდა თავდასხმა – ამჯერად აეროპორტს 6 რაკეტა ესროლეს, რაზეც პასუხისმგებლობა, აგრეთვე, „ისლამურმა სახელმწიფო – ხორასანმა“ აიღო. ინფორმაცია Reuters-მა და CNN-მა გაავრცელეს ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. მათი წყაროს თანახმად, რაკეტები ქაბულის აეროპორტში მყოფი ამერიკული სახმელეთო კონტინგენტის დასაცავად განთავსებულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close