ჯანმრთელობარჩევები

გაინტერესებთ, გადაიტანეთ თუ არა COVID-19? დაიხედეთ ფრჩხილებზე

ფრჩხილები შეიძლება იყოს ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ დაასკვნათ, გაქვთ თუ არა გადატანილი COVID-19აცხადებს ბრიტანელი პროფესორი ტიმ სპექტორი.

სწავლულმა საკუთარ Twitter-აქაუნთზე გამოაქვეყნა ხელის ფოტო, რომელსაც ფრჩხილებზე სახასიათო ზოლები აღენიშნება. სპექტორის თქმით, მსგავსი ზოლები ავადმყოფობის მომენტში ჩნდება და ფრჩხილების გაზრდის შემდეგაც კი ტოვებს გადატანილი ინფექციის კვალს.

​კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა კორონავირუსი გადაიტანა, შეიძლება იყოს ფრჩხილის ძირში გაჩენილი ჩაღრმავება, ან ნახევარმთვარის ფორმის წითელი ლაქები ფრჩხილების ქვეშ.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ გადატანილ COVID-19-ზე ასევე მეტყველებს ნარინჯისფრად შეფერილი ფრჩხილის წვერები.

​იმის შესახებ, რომ კორონავირუსული ინფექცია ფრჩხილებზე კვალს ტოვებს, სხვა მეცნიერებიც წერენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, გადატანილი კოვიდის ნიშანი შეიძლება იყოს ონიქომადეზისი, ანუ ფრჩხილის უმტკივნეულო მოვარდნაც.

პროფესორ სპექტორის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები ფრჩხილებზე იმ შემთხვევაშიც კი ჩნდება, თუ ადამიანს COVID-19-ის სხვა სიმპტომები არ გამოვლენია.

როგორც ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ტანია ბლეიკერი განმარტავს, SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ პაციენტებს დროებით უწყდებათ ფრჩხილების ზრდა, ხოლო ინფიცირებიდან ორი-სამი კვირის შემდეგ მათზე ჩაღრმავებები და ზოლები ჩნდება, რაც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩეს ფრჩხილებზე.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close