საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი ცეცხლის ალში: სად არის ხანძრის მთავარი კერები (ვიდეო)

დღეს დილიდან ათენის ცენტრში ძლერი კვამლია და დამწვრის მძაფრი სუნი იგრძნობა

 საბერძნეთისათვის ზაფხულობით ხანძრები დამახასიათებელი მოვლენაა, თუმცა ამჯერად ბუნებრივი კატაკლიზმის მასშტაბები უჩვეულოდ დიდია. უკვე რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, რაც ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ათენის ცენტრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე აფიდნეს (Αφίδνες) რაიონში, სადაც გასულ ღამეს ხანძარმა ათენი-თესალონიკის ცენტრალურ ავტობანს გადაუარა. ავტობანზე ავტომობილების გადაადგილება ამჟამად მთლიანად გაჩერებულია. ცეცხლი გაუჩნდა შენობას, სადაც გასაყიდად გამზადებული ავტომობილები იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიწვა ასობით ავტომანქანა.

ასევე, ცეცხლი გაუჩნდა ნახმარი საბურავების საწყობს, რის გამოც ძლიერ ტოქსიკური კვამლი წარმოიშვა. დღეს დილიდან ათენის ცენტრში დამწვრის მძაფრი სუნი იგრძნობა და  ძლიერი კვამლია. ასობით მეხანძრე და სახანძრო მანქანა ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს ხანძრის ლოკალიზაციას.

კაპანდრიტის მცხოვრებლებს ხელისუფლებამ მოუწოდა, დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, რადგან არსებობს საბრთხე, რომ დასახლებული პუნქტი ხანძრის გავრცელების არეალში მოექცევა.

ხანძრის კიდევ ერთი კერა კუნძულ ევბეაზეა. წუხელ, გვიან ღამით საცხოვრებელი სახლები დატოვეს სოფელ აღია ანას (Αγία Άννα) მცხოვრებლებმა. ისინი საფრთხეს ნავებით გაერიდნენ.

პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დაზარალებულებს მატერიალური ზარალის სრულად ანაზღაურებას ჰპირდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close