ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დღითიდღე მატულობს ვაქცინირების ყალბი დოკუმენტების რაოდენობა და მათი შეძენა Telegram არხებით მარტივად არის შესაძლებელი. ასეთი გაყალბებული ცნობის ღირებულება კი საშუალოდ 100 ევროა.
IT უსაფრთხოების ექსპერტების მოსაზრებით, მსგავსი ყალბი დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და ამ დრომდე გაცემული რაოდენობა შესაძლოა დელტა შტამის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზიც იყოს.
IT უსაფრთხოების კომპანია Check Point-ის წარმომადგენლის განცხადებით, მათ, ვინც ვაქცინირების ყალბ დოკუმენტებს Telegram-ის საშუალებით ყიდის, ცნობაში ნებისმიერი რედაქტირება და ყველა საჭირო ინფორმაციის დატანა შეუძლიათ.
სხვა ქვეყნებს შორის იტალიაც ცდილობს მსგავსი დოკუმენტაციის გაყალბების წინააღმდეგ სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით ბრძოლას. კიბერუსაფრთხოების ნაციონალურ განყოფილებაში კი აღნიშნავენ, რომ QR კოდის ფალსიფიკაციისთვის სასჯელის თავიდან აცილება, დამნაშავის აღმოჩენის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება.
rustavi2.ge
კომენტარები