სპორტი
გურამ თუშიშვილმა ფინალი დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა (+100) გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალური ორთაბრძოლა ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დათმო, რომელმაც ქართველი მეტოქე შებოჭვით დაამარცხა.
ამ დროისთვის საქართველოს 4 მედალი აქვს – ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის – და ოთხივე ძიუდოისტების მონაგარია. ოქროს მედალი 21 წლის ლაშა ბექაურის ანგარიშზეა, ვერცხლის მედლები კი – გურამ თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები