სპორტი

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს ტოკიოში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა (ვიდეო)

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო მოიგო. მან ფინალში გერმანელ მეტოქეს – ედუარტ ტრიპელს სძლია. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა დღეს ყველა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.

შედეგად, ამ დროისთვის უკვე 3 მედალი გვაქვს – ერთი ოქრო და ორი ვერცხლი – და სამივე ძიუდოისტთა ანგარიშზეა. ვერცხლის მდელები მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ).

სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს ტურნირი ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60), ტატო გრიგალაშვილმა (-81) და გოგონებმა – ეთერ ლიპარტელიანმა (-57) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (-52კგ).

საქართველოს ნაკრების ღირსებას კიდევ 2 სპორტსმენი დაიცავს – 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი და მძიმეწონოსანი (+100) ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი, რომლებიც ტატამზე, შესაბამისად, ხვალ (29 ივლისი) და ზეგ (30 ივლისი) გამოვლენ.

ნუცა ყაველაშვილი

ფინალური შეხვედრა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close