სპორტი
ლაშა ბექაური ოლიმპიადის ფინალშია – პირველი ოქროს შანსი ტოკიო 2020-ზე
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაური ასპარეზობს. ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ფინალში გავიდა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მოპოვების შანსი გაუჩნდა.
ოლიმპიადის ნახევარფინალში ლაშა რუს მეტოქეს – მიხაელ იგოლნიკოვს შეხვდა და ერთი ვაზარით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ კოჩმანს სძლია, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვს მოუგო.
სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულა ტოკიოს ოლიმპიადა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, რომელიც უზბეკ დავლატ ბობონოვთან ბრძოლაში დამარცხდა.
კომენტარები