სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა
26/07/2021
131 Less than a minute
ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, 10 წუთამდე გაგრძელდა და საბოლოოდ იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების „ყულაბაში“ 2 ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტების მონაგარი.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორმა ქართველმა იასპარეზა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოდა რეპეშაჟში, თუმცა იაპონელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.
ლაშა შავდათუაშვილს უკვე სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს: იგი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები