არტისტი
ანიტა რაჭველიშვილი სცენას დროებით დაემშვიდობა – მიზეზი „საპატიოა“ (ვიდეო)
საოპერო მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცოსოპრანო, 37 წლის ანიტა რაჭველიშვილი ფეხმძიმედაა.
ანიტამ ეს ამბავი თავის გამომწერებს ორი ვიდეოს საშულებით ამცნო: პირველში ჩანს, როგორ დაიკლო მომღერალმა წონაში საგრძნობლად, მცირე ხნის შემდეგ კი შეიტყო, რომ შვილს ელოდება. მეორე ვიდეოში მას უკვე მუცელი აქვს მომრგვალებული.
ანიტამ ეს ვიდეო 2 ივლისს დადო, 10 ივლისს კი პანათინაიკოსის სტადიონზე ვერდის გალა კონცერტზე იმღერა. მომღერალს თეთრ კაბაში ფეხმძიმობა კარგად ეტყობა.
ანიტა და მისი მეუღლე ოთარ მაისურაძე ხუთი წლის წინ დაქორწინდნენ. წყვილი პირველ შვილს ელოდება. გოგონა ნოემბერში დაიბადება. ანიტა კი სცენას იანვარში დაუბრუნდება.
კომენტარები