fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაკრიმინალი

კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა

კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სახლის მფლობელებმა ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ადგილზე ცხრა მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკით სავსე ჩანთა იპოვეს.

ვარაუდობენ, რომ ჩანთა, რომელშიც 8,5 კილოგრამი ნარკოტიკი იყო მოთავსებული, მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფებების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავს დაეცა.

შემთხვევა სარდინიის ქალაქ ბარატილი სან პიეტროში მარტში მოხდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1 200 ადამიანს შეადგენს. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ პოლიციამ მიმდინარე კვირას თვითმფრინავის პილოტი დააკავა. ამჟამად სამართალდამცველები ნარკოდაჯგუფების წევრებს ეძებენ, რომლებისთვისაც კონტრაბანდული ტვირთი იყო განკუთვნილი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close