რჩევები პროფესიონალებისგან: როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას და მუქ წრეებს თვალების ქვეშ?
„25 წლის ასაკში, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება მცირდება, რაც კანის ელასტიკურობის დაკარგვას იწვევს“, – აღნიშნა ნატაშა სენდიმ თავის ჩანაწერებში.
გთავაზობთ ამ პრობლემის თავიდან აცილების რამდენიმე ხერხს:
შეამოწმეთ ჯანმრთელობა
ქვედა ქუთუთოს შეშუპების მიზეზი ხშირად ასოცირებულია ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიასთან, რის გამოც აუცილებელია ექიმთან კონსულტაციაზე მისვლა, რათა რაიმე პათოლოგიური პროცესები გამოირიცხოს. პირველ რიგში, რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა. ქვედა ქუთუთოს შეშუპების მიზეზი ხშირად ჩვენთვის უსიმპტომოდ მიმდინარე პათოლოგიების შედეგიც კი შეიძლება იყოს. ამისათვის კი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ყველა შესაძლო დარღვევა.
კვების კონტროლი
როგორც ექიმი ჯენიტონი ამბობს, მარილიანი საკვები „ორგანიზმში წყლის შეკავების ხშირი მიზეზია, რაც გავლენას ახდენს ქვედა ქუთუთოს შეშუპებაზეც.
თუ ორგანიზმში მარილის ჭარბი რაოდენობაა, მაშინ წყლის მოლეკულები მიემართებიან მარილის დაგროვების ადგილას და მის განეიტრალებას და მარილის კონცენტრაციის შემცირებას ცდილობენ. საკვები, რომლებიც შეიცავს C და A ვიტამინებს, ხელს უწყობს კოლაგენის შევსებას, ამავდროულად, აქვს ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ჭარბი მარილის დაგროვებას წყალში ხსნადობის ხარჯზე.
ერიდეთ ალკოჰოლს
სითხის შეკავება შესაძლოა ორგანიზმში ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებით იყოს გამოწვეული. ექიმი ჯენანინე ამბობს: „თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, მაშინ რეკომენდებულია ალკოჰოლის შემცირება. თუ მაინც დალევთ, მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი“.
ალერგიული ფაქტორები
ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ალერგიულები შეიძლება იყვნენ. ხშირად მათ არც ქავილის შეგრძნება აწუხებთ, რაც ხშირად განპირობებულია ალერგიული რეაქციით. თვალის გაღიზიანებისა და სითხის დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს ლინზების გამოყენება, რაც შემდგომ უკვე ქვედა ქუთუთოს შეშუპებას იწვევს.
დაისვენეთ
დასვენება ძალიან მნიშნვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რადგან მცირდება სტრესიც საკმარისია, რომ კორტიზოლის დონეც შემცირდეს. კორტიზოლი კი ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას ქვედა ქუთუთოს არეში. დასვენება გვაძლევს რეგენერაციის, გონების გაუმჯობესების და მთელი ორგანიზმის გაჯანსაღების საშუალებას იძლევა. თუ ძილის პრობლემები გაქვთ, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ, მაგალითად, მედიტაცია.
მიიღეთ მეტი წყალი
შეშუპებული ქვედა ქუთუთოების მიზეზი ხშირად წყლის შეკავებაა, მაგრამ დეჰიდრატაციაც თამაშობს მნიშვნელოვან როლს, სწორედ მისი წყალობით შესაძლებელია გაუარესდეს ქვედა ქუთუთოს მდგომარეობა, ამ ყველაფერს კი ამძიმებს მარილის სიჭარბე, ძილის ნაკლებობა და ალკოჰოლის მიღება. დააბალანსეთ სითხის მიღება, რაც სისხლის მიმოქცევას გააუმჯობებეს და ზედმეტი სითხის მოშორებაში დაგეხმარებთ. დაიდგით წყლის ბოთლი მაგიდასთან ან საწოლთან, მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში ის ხშირად შეავსოთ.
მიიღეთ უსაფრთხო მზის აბაზანები
დერმატოლოგი მაკრენ ალექსიადესი მზის დამცავი კრემის ყოველდღიური გამოყენების აუცილებლობაზე მიგვითითებს და პაციენტებს მზის სათვალის ტარებას ურჩევს, რათა თვალები დაიცვან დამაზიანებელი ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც კანის დაბერების პროცესს აჩქარებენ.
როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოში არსებული პროდუქტები
დერმატოლოგი სანელ ჩილუკური გვირჩევს ცივი კიტრის თვალის გარშემო შემოტარებას 5 წუთის განმავლობაში. კიტრის წვენი და ცივი ტემპერატურა ანთების საწინააღმდეგო აგენტად მოქმედებს. ექიმი ჯენიტონი დასძენს, რომ გაგრილებული მწვანე ჩაიც საუკეთესო საშუალებაა კომპრესიისათვის. „ეს მარტივი, მაგრამ ეფექტიანი საშუალებაა, რაც ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ცივი ტემპერატურისა და კოფეინის კომბინაცია სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას უწყობს ხელს, რაც თვალების შეშუპებას ამცირებს“. ექიმი ნატაშა სენდი კი გვირჩევს თვალს ქვემოთ ყინულის დადებას და მასაჟს.
გამოიყენეთ სწორად შერჩეული პროდუქტები
ექიმი ჩილუკური ჰეპარინისა და ტეტრაპეპტიდი-5-ის ინგრედიენტების მნიშვნელობაზე საუბრობს, როგორც ცნობილია ისინი ამცირებენ თვალის გარშემო შეშუპებას და მყისიერად ატენიანებენ მას.
წყარო: nargismagazine.ge
კომენტარები