ავიაკომპანია Lufthansa-მ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მგზავრებს აღარ მიესალმონ ტრადიციული ფორმულირებით: „ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ბორტზე“, რადგან ამგვარი მიმართვა სქესის მიმართ არც ისე ნეიტრალურად მიიჩნევა. სტიუარდესები და სტიუარდები უბრალოდ იტყვიან უფრო სტერილურ მისალმებას: „მოგესალმებით ბორტზე“.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება გერმანული ავიაგადამზიდავის სპიკერმა, ანია სტენგერმა დაადასტურა: „განსხვავებულობა ჩვენთვის არ არის ცარიელი სიტყვა, ამიერიდან გვსურს, ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს ენას”, – განუცხადა მან გერმანულ მედიას.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდიდან ამოქმედდება ახალი დებულება.
გერმანიული ავიაგადამზიდავის გარდა „ნეიტრალური“ მისალმება, ასევე, შეეხება სატელიტურ კომპანიებს: შვეიცარიას, ავსტრიის ავიახაზებს, ბრიუსელს და „ევროვინგს“. ყველა ეკიპაჟს მოეთხოვება გამოიყენოს გენდერულად ნეიტრალური ენა, მაგალითად: „ძვირფასო მომხმარებლებო“ ან „მოგესალმებით ბორტზე“.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები