მიგრაციაპოლიტიკა

რუსეთში უცხოელებს შესაძლოა დროებითი ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში უცხოელების შესვლისა და ყოფნის წესებში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომელიც დროებითი ცხოვრების უფლების გაუქმებას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.

სამინისტრო მიგრაციის სამი რეჟიმის დაწესებას მოითხოვს: ხანმოკლეს (ჯამურად არაუმეტეს 90 დღისა კალენდრული წლის განმავლობაში), ხანგრძლივს (ჯამურად 90 დღეზე მეტი კალენდრული წლის განმავლობაში – მუდმივად ცხოვრების უფლების მინიჭების გარეშე) და მუდმივს (უვადო).

ამასთან, უფლების მქონე უცხოელებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეცვალონ ქვეყანაში ყოფნის მიზანი რუსეთის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს არაკეთილსინდისიერი მიწვეული პირების (ფიზიკურიც და იურიდიულიც) რეესტრის შემოღებას.

უწყების წინადადებებს შორისაა შრომითი მიგრაციის რეგულირება ორი საინფორმაციო რესურსის დახმარებით: უცხოელი დასაქმებულების რეესტრისა და დამსაქმებლების ელექტრონული რეესტრით.

გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიგრაციული კანონმდებლობის რეფორმირების კუთხით დავალებების ჩამონათვალი დაამტკიცა. გეგმის კორექტირება, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად, უნდა მოახდინონ მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ.

აღინიშნება, რომ მიგრაციული პოლიტიკის მიზანი – ეს იმგვარი მიგრაციული ვითარების ფორმირებაა, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება. რეფორმების აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ არსებული საიმიგრაციო წესები არასაკმარისად ნათელი და უნიფიცირებულია.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close