მედიცინამსოფლიო

PFIZER-ის ეფექტიანობამ იკლო – ისრაელური მედია

ისრაელში კორონავირუსული ინფექციების მიმართ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, ამის შესახებ ადგილობრივი ახალი ამბების ვებგვერდი Ynet-ი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. მედიასაშუალება ეფექტიანობის კლების მიზეზად ქვეყანაში შემსუბუქებულ კოვიდრეგულაციებსა და დელტა ვარიანტის გავრცელებას ასახელებს.  

მონაცემებიდან ჩანს, რომ 2 მაისიდან 5 ივნისამდე ვაქცინა 94,3%-იან დაცვას უზრუნველყოფდა. 6 ივნისიდან, მთავრობის მიერ  კორონავირუსის შეზღუდვების გაუქმებიდან ხუთი დღის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 64%-მდე დაეცა. იკლო კორონავირუსის სიმპტომებისგან დაცვის მაჩვენებელმაც.

ამავე დროს, ვაქცინა კვლავ უზრუნველყოფს ჰოსპიტალიზაციისგან და სერიოზული შემთხვევებისგან ძლიერ დაცვას.

2 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 98,2% იყო, ხოლო 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მაჩვენებელი 93%-მდე ჩამოვიდა. მსგავსი კლება დაფიქსირდა სერიოზული გართულებების მიმართ ვაქცინის ეფექტიანობის მხრივაც.

Ynet-ის შეფასებით, ეს მონაცემები შეესაბამება სამინისტროს მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა შორის ბევრი ვაქცინირებულია, მაშიn როცა სერიოზული შემთხვევების რიცხვი ბევრად ნელა იმატებს.

გასულ პარასკევს ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს შორის 55%-ს ვაქცინირებულები შეადგენდნენ. 4 ივლისის მონაცემებით, ისრაელში კოვიდინფიცირებულთა შორის 35 სერიოზული შემთხვევა დაფიქსირდა, 19 ივნისს კი ასეთი 21 შემთხვევა იყო.

დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების ისევ აღდგენის შემდეგ ისრაელის  მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების შემოღებას განიხილავს. ასევე, განიხილება გამაძლიერებელი დოზის აუცილებლობის საკითხი.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განაცხადებით, ვაქცინირებულებს გამაძლიერებელი მესამე დოზა, სავარაუდოდ, აცრიდან 12 თვეში დასჭირდებათ.

ისრაელი მსოფლიოში ვაქცინაციის მხრივ ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად მიიჩნეოდა. ამ დროისთვის ქვეყანაში  მთელი მოსახლეობის 57%, ხოლო 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის 88% სრულად არის ვაქცინირებული.

წყარო: Bloomberg

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close